ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ბავშვთა ოფთალმოლოგია - მსოფლიო პირველობა

ბავშვთა ოფთალმოლოგია - მსოფლიო პირველობა

ბავშვთა ოფთალმოლოგია - მსოფლიო პირველობა

პედიატრიული ოფთალმოლოგია: ბავშვების თვალების ჯანმრთელობა

 

რა არის პედიატრიული ოფთალმოლოგია?

პედიატრიული ოფთალმოლოგია არის ოფთალმოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის თვალის დაავადებებსა და მხედველობის უნარის განვითარებას ბავშვთა ასაკში. ეს დარგი მოიცავს ბავშვებში ვიზუალური დარღვევების, თვალის დაავადებების და ტრავმების დიაგნოზს, მკურნალობასა და პრევენციას.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი პედიატრიული ოფთალმოლოგია?

ბავშვებში თვალის ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად არ არის აშკარად გამოხატული და ადრეულ ეტაპზე მათი დანახვა ძალიან რთულია. იმისათვის, რომ ბავშვი განვითარდეს სრულყოფილად, აუცილებელია ადრეულ ეტაპზე იყოს ამოცნობილი მხედველობის ყველა შესაძლო დარღვევა.

 

საყურადღებო სიმპტომები ბაშვთა ასაკში?

საყურადღებოა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს ბავშვებში  თვალის შესაძლო პრობლემებს. საყურადღებოა თუ თქვენი ბავშვი:

  • ზედმეტად უახლოვდება ტელევიზორს ყურებისას;
  • უჭირს სკოლაში დაფიდან გადმოწერა ან გადმოწერისას უშვებს ბევრ შეცდომას;
  • ხშირად, სიარულისას ვერ ამჩნევს მცირე ზომის წინაღობებს და ამის გამო ხშირად წაიბორძიკებს ან ეცემა;
  • წიგნი ან სხვა საკითხავი ობიექტი ზედმეტად ახლოს მიაქვს თვალთან;
  • აღენიშნებს სიელმე, თვალების ასიმეტრიული დგომა;
  • თავისა და სახის უჩვეულო პოზიციაში ფიქსაცია;
  • აღენიშნება თვალის კაკლების უნებლიე, რხევითი მოძრაობები;
  • ცენტრში გუგის წითელი რეფლექსის ნაცვლად აღინიშნება თეთრი რეფლექსი;
  • აქვს თვალების ქავილი, სიწითლე და გამონადენი;
  • შუქის მიმართ აღნიშნავს მომატებულ მგრძნობელობას.

 

 

რა არის ამბლიოპია?

ამბლიოპია არის ე.წ. ზარმაცი თვალის გამომხატველი სამედიცინო ტერნიმი. როგორც ცნობილია თვალი და თავის ტვინის შესაბამისი უბანი კოორდინირებულად მოქმედებენ, თუმცა ზარმაცი თვალის შემთხვევაში, სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორიცაა მაგალითად რეფრაქციული ანომალია, კატარაქტა, ტრავმა, რქოვანას ნაწიბური, სიელმე და ა.შ. ვერ ხერხდება ტვინის შესაბამისი უბნის მხედველობითი დატვირთვა, შესაბამისად მხედველობითი ფუნქციის განვითარება, ანუ შესაბამისი სტიმულის შემთხვევაშიც კი ტვინი ვერ აღიქვამს აღნიშნულ სტიმულს.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ამბლიოპიის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა?

მხედველობის უნარის განვითარება ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს 9 წლის ასაკამდე, შედარებით ნაკლები ინტენსივობით, თუმცა მაინც გრძელდება 11-12 წლამდე, 12 წლის შემდეგ კი პრაქტიკულად დასრულებულია თავის ტვინში მხედველობითი ფუნქციის ჩამოყალიბება. ამიტომაცაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამბლიოპიის ადრეული დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე დაწყება.

ზოგადად ამბლიოპიის აღმოჩენა არ არის ადვილი, განსაკუთრებით თუ მხოლოდ ერთი თვალია ზარმაცი, ვინაიდან ბავშვი ვერ ამჩნევს დაბალ მხედველობას და შესაბამისად არც ჩივილებს აღნიშნავს. ამის გათვალისწინებით, ძალზე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ოფთალმოლოგიური კვლევა  ჩატარდეს 2-3 წლის ასაკში, რა დროსაც ექიმი ოფთალმოლოგი განსაზღვრავს მომდევნო კვლევების სიხშირეს ობიექტური მონაცემების მიხედვით. პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩატარება მით  უფრო მნიშვნელოვანია თუ აღინიშნება  დაბალი მხედველობის ან თვალის დაავადების ოჯახური ანამნეზი.

 

როგორ ხდება ამბლიოპიის მკურნალობა?

ამბლიოპიის მკურნალობა გულისხმობს ზარმაცი თვალის იძულებას დაიტვირთოს მხედველობითად, ანუ ფუნქციურად, რაც ძირითადად ხორციელდება ჯანმრთელი, უკეთესად მხედველი თვალის ოკლუზიით. ამ დროს ხდება ჯანმრთელი თვალის ახვევა და ამბლიოპიური თვალის მხედველობითი დატვირთვა. ამასთან ახვევა უნდა მოხდეს რამოდენიმე საათის განმავლობაში, ყოველდღიურად, თვეების ან წლების მანძილზე, საჭიროებისამებრ. აღსანიშნავია რომ თერაპია უნდა გაგრძელდეს არამარტო გაუმჯობესების, არამედ მიღებული შედეგის განმტკიცების მიზნით.

სამკურნალოდ ნაკლებ ეფექტურია, თუმცა მაინც იყენებენ ე.წ. ფარმაკოთერაპიას, როდესაც სპეციალური თვალის წვეთით აბუნდოვნებენ უკეთ მხედველი თვალის მხედველობას, მეორე თვალის მხედველობითი დატვირთვის მიზნით.

მნიშვნელოვანია რომ ახვევის დაწყებას აზრი აქვს მხოლოდ მას შემდეგ რაც დაბალი მხედველობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი იქნება კორეგირებული, მკურნალობის ეფექტურობა კი დამოკიდებულია მკურნალობის დაწყებისას პაციენტის ასაკზე და პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ რამდენად კარგად და ზედმიწევნით შეასრულებს პაციენტი ახვევის შესაბამის გრაფიკს. 

ამბლიოპია ადრეულ ასაკში მკურნალობის დროს უკეთეს შედეგებს იძლევა, ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვების მხედველობის რეგულარული შემოწმება, განსაკუთრებით პირველი 3-5 წლის განმავლობაში.

ზრდასრულებში ამბლიოპიის მკურნალობა პრაქტიკულად ვერ ხერხდება, თუმცა კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც გრძელდება.

 

რატომ უნდა აირჩიოთ ახალი მზერა თვალის დაავადებების სამკურნალოდ?

  • კლინიკა ახალ მზერაში კონსულტაციას გაგიწევენ მხოლოდ დარგის წამყვანი ექიმები და სპეციალისტები. ჩვენი კლინიკის მთავარი მიზანია უმაღლესი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურების მიწოდება პაციენტებისათვის.
  • მკურნალობის სრული მიმართულება - თვალის კლინიკა ახალი მზერა წარმოადგენს მონოპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, შესაბამისად კლინიკაში წამყვან მიმართულებას თვალი და მასთან დაკავშირებული მხედველობითი პრობლემების მოგვარება წარმოადგენს, შესაბამისად ჩვენი კლინიკის ექიმებიც სწორედ ამ მიმართულებით არიან სპეციალიზებულნი.
  • კლინიკა ახალ მზერაში გამოიყენება ულტრათანამედროვე, პრემიუმ კლასის ოფთალმოლოგიური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დანადგარები, რაც ცალკეული დაავადების დროული აღმოჩენის და ეფექტურად მკურნალობის მთავარი საწინდარია.

ახალი მზერა - მსოფლიო პირველობა და აღიარება

კლინიკა ახალი მზერა ამაყობს, რომ პროფესორმა მერაბ დვალმა და კლინიკის სხვა წამყვანმა სპეციალისტებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში პირველად მოახერხეს მხედველობის ლაზერული კორექციის ჩატარება ბავშვთა ასაკში (2000 წ.), რაც უდიდესი მნიშვნელობის მიღწევას წარმოადგენდა, რის შემდგომაც პროფესორმა მერაბ დვალმა საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიოს წამყვან ოფთალმოლოგებს შორის.  

ნინო ბუჩუკური , ნათია ბეროშვილი , მერაბ დვალი

akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge