ისტორია

თვალის კლინიკა „ახალი მზერა“ დაარსდა 1999 წელს პროფესორ მერაბ დვალის მიერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ბაზაზე. კლინიკის დაარსების საჭიროებას სრულყოფილი და მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგიური სერვისების ნაკლებობა განაპირობებდა. იმ პერიოდში თვალის სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს ფაქტობრივად არ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისი ოფთალმოლოგიური მომსახურება.
კლინიკა „ახალი მზერა“ მისი დაარსების პირველივე დღიდან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებისა და თანამედროვე ოფთალმოლოგიური დანადგარების გამოყენებით მოწინავე პოზიციებს იკავებს. უკვე მეოთხედი საუკუნეა ჩვენს თანამოქალაქეებს ვთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სრულ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს. პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა და მის მხედველობაზე ზრუნვა კლინიკის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს.
კლინიკა გამოირჩევა ყოველ პაციენტზე მორგებული ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდებით, პაციენტის მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებითა და მზრუნველობით. კლინიკის ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო მოწყობილობები და ექიმების მრავალწლიანი გამოცდილება იძლევა თვალის სხვადასხვა დაავადების გამოვლენის შესაძლებლობას დაავადების ადრეულ სტადიაზე, რაც მისი მკურნალობის ეფექტურ შესაძლებლობას წარმოადგენს.