ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მხედველობის ლაზერული კორექცია

მხედველობის ლაზერული კორექცია

მხედველობის ლაზერული კორექცია

 

რა არის მხედველობის ლაზერული კორექცია?

მხედველობის ლაზერული კორექცია თანამედროვე ოფთალმოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია, რომელიც ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და სათვალეების ან კონტაქტური ლინზების საჭიროების შემცირებას.

კლინიკა " ახალი მზერა" გთავაზობთ რეფრაქციული ანომალიების კორექციას (ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) ლაზერული კორექციის გზით, რაც მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც არ სურთ პროფესიული, კოსმეტიკური ან სხვა რაიმე მიზეზის გამო სათვალის ან კონტაქტური ლინზის ტარება

 

რა საოპერაციო დანადგარები გამოიყენება კლინიკა ახალ მზერაში?

ახალ მზერაში მხედველობის ლაზერული კორექციის დროს ვიყენებთ პრემიუმ კლასის ამერიკული კომპანია Bausch & Lomb-ის უახლეს ლაზერს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და სიზუსტით, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში აღნიშნული ლაზერის გამოყენებით წარმატებით ჩატარდა 6000-ზე მეტი ოპერაცია.

 

 

რატომ უნდა აირჩიოთ მხედველობის ლაზერული კორექცია?

✅ სწრაფი პროცედურა – ლაზერული სხივის ზემოქმედება მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება
✅ უმტკივნეულო პროცესი – თანამედროვე ტექნოლოგიები კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
✅ მოკლე აღდგენის პერიოდი – პაციენტების უმრავლესობა მეორე დღესვე ბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
✅ მუდმივი შედეგი – მხედველობის გაუმჯობესება ხანგრძლივი და სტაბილურია.

 

 

პროცედურის ეტაპები

1️⃣ კონსულტაცია და დეტალური გამოკვლევა – ოფთალმოლოგი აფასებს პაციენტის მდგომარეობას.
2️⃣ ლაზერული ოპერაცია – უახლესი ტექნოლოგიით თვალის ფორმის კორექცია.
3️⃣ მხარდაჭერა ოპერაციის შემდეგ – ექიმის რეკომენდაციები და შემდგომი მონიტორინგი.

 

რა გამოგვარჩევს კონკურენტებისგან?

✅ დღეს მხედველობის ლაზერული კორექციის ჩატარება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი, თუმცა კლინიკა ახალი მზერა კონკურენტებისაგან, გარდა მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და საოპერაციო დანადგარებისა, გამოირჩევა იმ გამოცდილებითა და გუნდით, რომელმაც იცის წინასაოპერაციო თუ პოსტოპერაციულ ეტაპზე მდგომარეობის მართვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლო გართულებების გამოსარიცხად და მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

✅ კლინიკა ახალი მზერა-ში ჯერ კიდევ 1999 წელს ამიერკავკასიაში პირველად ჩატარდა მხედველობის ლაზერული კორექცია პროფესორ მერაბ დვალის მეთაურობით და 10 წლის განმავლობაში ახალი მზერა ერთადერთ კლინიკას წარმოადგენდა, სადაც ზემოაღნიშნული ოპერაციის ჩატარება იყო შესაძლებელი. ამ კონკურენტულმა უპირატესობამ და ინოვაციურობისაკენ  სწრაფვამ კლინიკას ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა და ჩამოყალიბდა წამყვან ლაზერულ ცენტრად ამიერკავკასიის მასშტაბით, სადაც მეზობელი სახელმწიფოებიდან ჩამოდიან როგორც პაციენტები, ისე დარგის სპეციალისტები გამოცდილების მისაღებად.

✅ მსოფლიო პირველობა - კლინიკა ახალი მზერა ამაყობს, რომ პროფესორმა მერაბ დვალმა და კლინიკის სხვა წამყვანმა სპეციალისტებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში პირველად მოახერხეს მხედველობის ლაზერული კორექციის ჩატარება ბავშვთა ასაკში (2000 წ.), რაც უდიდესი მნიშვნელობის მიღწევას წარმოადგენდა, რის შემდგომაც პროფესორმა მერაბ დვალმა საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიოს წამყვან ოფთალმოლოგებს შორის.  

✅ ყველა ლაზერული კორექციით დაინტერესებული პაციენტი წინასაოპერაციო და პოსტოპერაციულ კვლევებს იტარებს დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან, მედიცინის დოქტორ ნანა ცინცაძესთან და მედიცინის დოქტორ ბელა სირბილაძესთან, ხოლო ოპერაციას თავად პროფესორი მერაბ დვალი ატარებს, საქართველოში ამ ტექნოლოგიის შემომტანი 25 წლიანი გამოცდილებით.

✅ ყველა ლაზერული კორექციით დაინტერესებულ პაციენტს ჰყავს თავისი პირადი მენეჯერი, რომელიც ეხმარება პაციენტს მისთვის სასურველ დროს კვლევებზე ჩაწერასა და პროცესის დაგეგმვაში, რაც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პაციენტს და სთავაზობს მას ინდივიდუალურ მიდგომასა და პრემიარულ მომსახურებას. 

 

akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge