ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

კორპორაციული მდგრადობის პოლიტიკა - CSR

კორპორაციული მდგრადობის პოლიტიკა - CSR

ჩვენი კორპორაიული მდგრადობის პოლიტიკა (CSR)

 

ახალ მზერაში კარგად გვაქვს გააზრებული იდეა, რომლის თანახმადაც ჩვენი როლი საზოგადოებაში არ შემოიფარგლება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ ვალდებულებას საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენის კუთხით. ჩვენი კორპორაიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა ასახავს ჩვენი კომპანიის მიზნებსა და ფასეულობებს, რომელიც მიმართულია ჯანდაცვის გაუმჯობესებისაკენ, განათლების მხარდაჭერისაკენ, მდგრადობის ხელშეწყობსა და იმ ხალხის მხარდაჭერისაკენ, რომლებსაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება, თუმცა ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენი კომპანიის კორპორაციული მდგრადობის პოლიტიკის  ძირითადი მიმართულებები არის შემდეგი:

მომავალი ოფთალმოლოგების განვითარება და მხარდაჭერა

ჩვენ სიამაყით ვდებთ ჩვენს ძალისხმევას ოფთალმოლოგიის მომავლის განვითარებაში ორი ძირითადი ინიციატივის მეშვეობით, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ოფთალმოლოგებ პროფესიული უნარების და ექსპერტიზის განვითარება:

  • დამწყები ოფთალმოლოგების პრაქტიკის ასამაღლებელი კურსების დაფინანსების პროგრამა საზღვარგარეთ: ჩვენი მიზანია ჩვენს კლინიკასა და რეგიონში ოფთალმოლოგიური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რის გამოც ვაფინანსებთ მონდომებულ დამწყებ ოფთალმოლოგებს და ვაძლევთ მათ ისეთ ქვეყნებში პრაქტიკული განათლებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას, როგორებიცაა: გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, ისრაელი და სხვა. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ოფთალმოლოგებს მიიღონ გამოცდილება მსოფლიო დონის ოფთალმოლოგებთან, შეისწავლონ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკა, ტექნოლოგიები და კვლევები, რაც დაეხმარებათ მათ ადგილობრივ დონეზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევების დანერგვაში, რითაც თავის მხრივ გაუმჯობესდება ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
  • წარმატებული სტუდენტებისათვის სწავლის დაფინანსება: ჩვენ აცნობიერებთ, რომ განათლება ყველა სფეროსათვის და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს განვითარებისათვის არის კრიტიკულად აუცილებელი. ამიტომ ყოველწლიურად ვუწევთ ფინანსურ დახმარებას იმ ოფთალმოლოგიის მიმართულების წარმატებულ და მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებიც თავის დროსა და ენერგიას  უთმობენ განათლების მიღებას და გამოირჩევიან აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებით, ამ გზით ვეხმარებით როგორც კონკრეტულ ინდივიდუალებს, ისე ხელს ვუწყობთ საქართველოში ამ სფეროს განვითარებას.

 

უფასო კონსულტაციები ხანდაზმულთათვის

ჩვენ გვესმის, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი ხანდაზმულთათვის სასიცოცლოდ აუცილებელია. თუმცა რიგი მიზეზების გამო, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაის მიღება საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ხშირად შეიძლება გახდეს დაბრკოლება ბევრი ადამიანისათვის მიიღოს მისი ჯანმრთელობის საჭიროებებიდან გამომდინარე გამოწვეული სამედიცინო მომსახურება, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს სახელმწიფო პენსია წარმოადგენს. ამიტომ ჩვენი კლინიკა პერიოდულად სთავაზობს ხანდაზმულ მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს, სადაც ხდება ისეთი დაავადებების აღმოჩენა, როგორებიცაა კატარაქტა, გლაუკომა, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და სხვა. ამის შემდგომ კი მოხუცებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ მიიღონ დაავადების მკურნალობის სხვადასხვა პროცედურები და ოპერაციები ჩვენი გამოცდილი ოფთალმოლოგებისგან. ეს ინიციატივა ჩვენი ფართო კორპორაციული ვალდებულებების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას და ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ყველა ასაკის ადამიანებითვის.

 

რეზიდენტთა განათლებისა და რაქტიკული გამოცდილების სარეზიდენტო პროგრამა კლინიკის ბაზაზე

ახალი მზერის მუდმივი მხარდაჭერა განათლებისა და პროფესიონალი კადრების  განვითარების კუთხით გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი კლინიკა არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის სარეზიდენტ პროგრამის სამედიცინო ბაზა. ეს თანამშრომლობა სამედიცინო უნივერსიტეტთან საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ოფთალმოლოგებს მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება კლინიკურ გარემოში. ჩვენი რეზიდენტები მუშაობენ გამოცდილი პროფესიონალების გვერდით, რის შედეგადაც იღებენ პრაქტიკულ ცოდნას და განვითარებენ თავიანთ უნარებს რეალურ გარემოში. ეს პროგრამა უზრუნველყოფს დამწყები ექიმების ისეთ ეტაპობრივ ჩართულობას საექიმო საქმიანობაში, რომელიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს პაციენტს და მას მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდს შესთავაზებს.

 

გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობა სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისას

ჩვენ გათავისებული გვაქვს იმ ზიანიდან მომდინარე პასუხისმგებლობა, რომელიც ადგება გარემოს ცალკეული ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის სამედიცინო მომსახურების გაწევის დროსაც. ჩვენი კლინიკა ცდილობს შეამციროს ეკოლოგიურ გარემოზე მავნე შედეგების გამომწვევი პროცესები და მატერიალები. და გამოიყენოს ისეთი სამედიცინო სახარჯი მასალები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული წესით არ ექვემდებარება განადგურებას და არის გადამუშავებადი. ასევე საოპერაციო სივრცეებსა და კლინიკის ტერიტორიაზე გამოიყენოს ისეთი ფილტრები, რომლებიც უზრუნველყოფს მავნე ნივთიერებებისაგან არსებული გამონაბოლქვების მაქსიმალურად გაფილტვრას. ზემოაღნიშნული ღონისძიებები მიმართულია მომავალი თაობებისათვის ჯანმრთელი პლანეტის შენარჩუნებისაკენ.

საზოგადოებრივი ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება

ჩვენი CSR პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული მიმართულებებით. ამასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საზოგადოებაში ჯანმრთელობის დაცვის ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, როგორიცაა უფასო სკრინინგ აქციების, საგანმანათლებო სემინარებისა და ვებინარების ჩატარება, რომლებიც მიზნად ისახავს მხედველობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვნების ხაზგასმასა და ცნობიერების ამაღლებას.


 

ჩვენ კლინიკაში გვჯერა, რომ ჯანდაცვა მხოლოდ პაციენტების მკურნალობას არ გულისხმობს - ეს არის ზრუნვის, თანაგრძნობის და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლების მიმართ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი CSR პოლიტიკა ასახავს ჩვენს ღირებულებებს და ძალისხმევას, რათა საზოგადოების ცხოვრება გახდეს უკეთესი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ, განათლების მხარდაჭერით, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებითა და დამწყები ექიმების განვითარების ხელშეწყობით შეგვიძლია გადავდგათ შეუქცევადი ნაბიჯები საქართველოსა და მსოფლიოში მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ახალი მზერა თვალის ოპერაცია; თვალის დაავადებები;

akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge