ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

გენერალური დირექტორი

მერაბ დვალი

quotes

ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ოპერაციის შემდეგ პირველივე დღეს, ზოგჯერ კი ოპერაციიდან რამდენიმე წუთში ან საათში მომღიმარი პაციენტის მიერ ნათქვამი „თქვენ მაჩუქეთ ახალი მზერა“.

პროფესორი მერაბ დვალი - ოფთალმოლოგი ნახევარსაუკუნოვანი კლინიკური, სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილებით. მის სახელს უკავშირდება საქართველოში თვალის მიკროქირურგიის ფართო დანერგვა, რისთვისაც მას 2002 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში. 1992-1993 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმატებული ოფთალმოლოგიური მოღვაწეობისთვის პროფ. მერაბ დვალი დაჯილდოებულია „ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო ორდენით“. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში მკურნალობის მრავალი ინოვაციური მეთოდის დანერგვა და ოფთალმოლოგთა არაერთი თაობის აღზრდა.

  • ქართველ ოფთალმოლოგთა შორის პროფ. მერაბ დვალმა პირველმა გამოიყენა კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციის მეთოდი ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით (1975წ.)
  • პროფ. მერაბ დვალმა დააარსა ამიერკავკასიაში პირველი ექსიმერული ლაზერის ცენტრი (1999 წ.)
  • პროფ. მერაბ დვალმა მსოფლიოში პირველმა ჩაატარა მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია (LASIK) ბავშვთა ასაკში (2000 წ.)
  • პროფ. მერაბ დვალის მიერ 2004 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა ფაკიური თვალშიდა ლინზის (ICL) იმპლანტაცია რეფრაქციული ანომალიების კორექციის მიზნით.
  • პროფ. მერაბ დვალის სახელთან არის დაკავშირებული კერატოკონუსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოში: რქოვანას ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია (2003 წ.) და რქოვანას ქროს-ლინქინგი (2007 წ.)
akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge