ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

სადაზღვევო პარტნიორები

„ახალი მზერას“ პარტნიორი სადაზღვევო კომპანიები

თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ განსაკუთრებულად ვზრუნავთ პაციენტის კომფორტსა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი კლინიკა არის საქართველოში არსებული თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიის მომსახურების პროვაიდერი.

პარტნიორი სადაზღვევო კომპანიები:

  1. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“
  2. „თიბისი დაზღვევა“
  3. სადაზღვევო კომპანია „იმედი ელი“
  4. სადაზღვევო კომპანია „არდი“
  5. სადაზღვევო კომპანია „ირაო“
  6. სადაზღვევო კომპანია „ქართუ“
  7. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
  8. სადაზღვევო კომპანია „ალფა“
  9. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“
  10. სადაზღვევო კომპანია „უნისონი“
  11. სადაზღვევო კომპანია „ევროინსი“

იმ შემთხვევაში თუ თქვენი სადაზღვევო კომპანია არ არის ზემოთარსებულ ჩამონათვალში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მაქსიმალურად ვეცდებით კონკრეტულ შემთხვევაში თქვენს დახმარებას.

როგორ განსაზღვროთ აფინანსებს თუ არა თქვენი სადაზღვევო კომპანია გაწეულ მომსახურებას?

ჩვენი რეკომენდაციაა კლინიკაში ვიზიტამდე დაუკავშირდეთ თქვენს სადაზღვევო კომპანიას, იმისათვის რომ მოხდეს იდენტიფიცირება თქვენსა და თქვენს სადაზღვევო კომპანიასთან არსებული დაზღვევის ხელშეკრულება აფინანსებს თუ არა თვალის გამოკვლევებს, სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცედურებსა თუ ოპერაციებს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამ პროცესში გჭირდებათ დახმარება, ჩვენი საოპერაციო მენეჯერები მუდმივად მზად არიან გაგიწიონ კონსულტაცია სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის ნაწილში.

რა დოკუმენტაცია უნდა იქონიოთ თან კლინიკაში ვიზიტის დროს?

კლინიკაში ვიზიტისას თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობა ან/და საერთაშორისო პასპორტი
  • სწორად გაცემული მიმართვა სადაზღვევო კომპანიიდან

სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@akhalimzera.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 032 2 21 46 00

 

akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge