თვალის სიმშრალე

რა არის მშრალი თვალის სინდრომი?
მშრალი თვალის სინდრომი (Dry Eye Syndrome) არის მდგომარეობა, როდესაც თვალები ვერ ახერხებენ საკმარისი ცრემლის (ცხიმის და წყლის კომბინაცია) გამოყოფას ან ის ძალიან სწრაფად ორთქლდება. ეს კი როგორც წესი იწვევს თვალში უსიამოვნო შეგრძნებებს, როგორიცაა წვის შეგრძნება, ქავილი, სიწითლე, თვალის დაღლილობა და მხედველობის ხარისხის დაქვეითება.
მშრალი თვალის გამომწვევი მიზეზები
- გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები, მათ შორის ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები, შარდმდენები, კონტრაცეპტივები, ანტიდეპრესანტები და არტერიული წნევის და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები.
- ქუთუთოების და ქუთუთოს გარშემო კანის მდგომარეობა
- მეიბომის ჯირკვლების მდგომარეობა
- ორსულობა
- ჰორმონალური თერაპია ქალებში. ესტროგენები ზრდის თვალის სიმშრალეს 70%-ით, ხოლო პროგესტერონთან კომბინაცია 30%-ით
- ქუთუთოების და თვალის ზედაპირის ქიმიური დაზიანება ან თერმული დამწვრობა
- ალერგიები
- არასაკმარისი ხამხამი ეკრანის გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ
- ვიტამინის დეფიციტი ან გადაჭარბებული მიღება
- ჰომეოპათიური წამალი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს მშრალი თვალის მდგომარეობა
- რქოვანას მგრძნობელობა კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენების გამო
- და სხვა
მშრალი თვალის სიმპტომებია
- წვის შეგრძნება
- ქავილი
- უცხო სხეულის შეგრძნება
- ლორწოვანი ნადები
- თვალის გაღიზიანება
- სიმძიმის შეგრძნება
- ბუნდოვანი ხედვა
- თვალის დაღლილობა
- ცრემლდენა
- ემოციური მომენტების დროს ცრემლების წარმოქმნის უუნარობა
- კონტაქტური ლინზებისაუტანლობა
- თვალების დაღლა კითხვის და კომპიუტერთან მუშაობის დროს
რეკომენდაციები თვალის სიმშრალის მოსახსნელად
- გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლი
- ატარეთ სათვალეები
- გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი მოწყობილობა მტვრის და სხვა ნაწილაკების გასაფილტრად, თვალის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად.
- გამოიყენეთ ჰაერის ტენიანობის მარეგულირებელი საშუალება თვალის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად.
- დააასვენეთ თვალები ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ.
- საცობების იმპლანტაცია - თვალის სიმშრალის მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდი არის ლაკრიმალური (საცრემლე) საცობების იმპლანტაცია. ეს მეთოდი მიზნად ისახავს ცრემლის შენარჩუნებას თვალის ზედაპირზე.
მშრალი თვალის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი ახალ მზერაში - IPL პროცედურა
თვალის კლინიკა ახალ მზერაში მშრალ თვალთან სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენება IPL პროცედურა. კერძოდ, ზემოაღნიშნული მეთოდი წარმოადგენს უაღრესად ეფექტურ პროცედურას მშრალი თვალის სინდრომთან სამკურნალოდ.
IPL არის უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდება. ოფთალმოლოგი რამდენიმე სესიის განმავლობაში ახდენს სპეციალური (Intense Pulsed Light) დანადგარის საშუალებით ცხიმოვანი ჯირკვლების სტიმულირებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ცრემლის წარმოქმნას და ცრემლის დამცავი ფუნქციების გაძლიერებას.
შედეგად პაციენტი, სრულიად უმტკივნეულოდ, რამდენიმე სესიის შემდეგ იღებს მაქსიმალურ ეფექტს და თვალიც თანდათან უფრო ნაკლებად მშრალი ხდება და პაციენტს ეხსნება სიმშრალით გამოწვეული დისკომფორტი.
ახალი მზერა , ნინო ლილუაშვილი , ნათია ბეროშვილი , თამარ ჩიტაძე , მშრალი თვალი