ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

 

 

თანამშრომლობთ თუ არა სადაზღვევო კომპანიებთან?
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა სადაზღვევო კომპანიასთან გარდა პსპ  და ს.ს.ჯ. დაზღვევისა. თუმცა, კვლევების შემდეგ გაძლევთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რომ სადაზღვევოში აინაზღაუროთ თანხა თქვენი სადაზღვევო პაკეტის შესაბამისად. ჩვენი პროვაიდერები არიან: ალფა,  არდი, ჯი პი აი, იმედი L, ირაო, თი ბი სი დაზღვევა, ნიუ ვიჟენ, უნისონი, ევროინს, ბენეფიტი, ქართუ დაზღვევა. სადაზღვევო კომპანიებისგან გადმოგზავნილი მიმართვის საფუძველზე კლინიკაში გადაიხდით მხოლოდ ნარჩენ ღირებულებას თქვენი კონტრაქტის მიხედვით.
როდის არის რეკომენდირებული მხედველობის ლაზერული კორექცია?
მხედველობის ლაზერული კორექცია რეკომენდირებულია რეფრაქციული ანომალიების სამკურნალოდ. კერძოდ, ახლომხედველობის ე.წ. „მინუსის“, შორსმდედველობის ე.წ. „პლიუსის“ და ასტიგმატიზმის დროს. მინუსების დროს ოპერაცია კეთდება 19-20 წლიდან, ხოლო პლიუსებისა და ასტიგმატიზმის დროს 8-9 წლის ასაკიდან. ოპერაციის შედეგად ხდება სათვალის მოხსნა და მახვილი მხედველობის აღდგენა.
რა შეზღუდვები მაქვს მხედველობის ლაზერული ოპერაციის შემდეგ?
ოპერაციის შემდგომ ერთი თვით გეკრძალებათ, ზღვა, ტბა, აუზი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ალკოჰოლი. გარეთ გამოიყენებთ მზის სათვალეს, ხოლო ძილის დროს გიკეთიათ სპეციალური სათვალე, რომელსაც ჩვენ გატანთ ოპერაციის შემდეგ მეტი უსაფრთხოებისთვის. კორექციის შემდეგ 1 თვის მანძილზე აკრძალულია თვალების მოსრესა, შეხება ზედა ქუთუთოზე, უხეშად დაბანა, ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა, გარუჯვა, სოლარიუმი, მუცელზე ძილი, აკლოჰოლის მიღება, თამბაქოს მოწევა დახურულ სივრცეში (ან ყოფნა დახურულ სივრცეში სადაც ეწევიან), კონდენციონერის/გამათბობლის ჰაერის ნაკადის ქვეშ გაჩერება, მტვრიან გარემოში ყოფნა, თვალის მაკიაჟის გამოყენება და თვალის ტრავმირება ნებისმიერი სახით. არ არის აკრძალული ნებისმიერი სახის მხედველობითი დატვირთვა. დაშვებულია ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი, წიგნი, ტელეფონი. მხედველობითი დატვირთვის დროს იწვეთებთ დამატენიანებელს მინიმუმ 6-ჯერ ან უფრო ხშირადაც. რამდენჯერაც იგრძნობთ დისკომფორტს და ქავილის შეგრძნებას - იწვეთებთ დამატენიანებელს.
კეთდება თუ არა განვადება ან თანხის განაწილვადება მხედველობის ლაზერულ კორექციაზე?
✅ გვაქვს 12 თვიანი 0% - იანი განვადება თი ბი სი ბანკში, სადაც თანხა 1465 ლარის ნაცვლად შეადგენს 1600 ლარს და ის ნაწილდება 12 თვეზე ტოლი შენატანების სახით. ასევე გვაქვს თი ბი სი ბანკის 24 თვიანი განვადება, რომელსაც ბანკი ამატებს კონკრეტულ პროცენტს. განვადების შემთხვევაში ლიმიტი მტკიცდება კონკრეტულად იმ ადამიანზე რომელიც იკეთებს ოპერაციას და მის ნაცვლად ვერც მშობელი და ვერც მეგობარი განვადებას ვერ გააკეთებს. განვადება კი მოქმედებს მხოლოდ სტანდარტულ ლაზერულ კორექციაზე. ✅ შეგვიძლია ასევე შემოგთავაზოთ ლიბერთი ბანკის განვადების ბარათი - ტოპ ქარდი. ლიმიტი განვადებაზე უფრო მარტივად მტკიცდება. ამ შემთხვევაში ოპერაციის ღირებულების გადანაწილება მოხდება 12 თვეზე (1 წელი) უპროცენტოდ. პაციენტს ამ ბარათით შეუძლია გადაიხადოს ასევე ყველა კვლევის ღირებულებაც კლინიკაში არსებულ ტერმინალზე , ბანკში წასვლის გარეშე. ტოპ ქარდის შემთხვევაში განვადების ლიმიტი შესაძლოა დამტკიცდეს სხვა პირზეც, ანუ არაპაციენტზე. ✅ ასევე კლინიკაში შესაძლებელია სხვადასხვა ციფრული და ონლაინ ბარათების გამოყენება, რომლებიც იძლევა თანხის განაწილების შესაძლებლობას.
შესაძლებელია ლაზერული კორექციის შემდეგ ორსულობა ან/და ფიზიოლოგიური მშობიარობა?
ლაზერული კორექციის დროს ზემოქმედება ხდება თვალის ზედაპირზე, კონკრეტულად - რქოვანაზე, რომელიც არ არის კავშირში მშობიარობასთან. თვალთან მიმართებით მშობიარობის პროცესში ჩართულია თვალის სხვა ნაწილი - ფსკერი , ანუ ბადურა. არ აქვს მნიშვნელობა ლაზერი გაკეთებული გაქვთ თუ არა , თუკი ბადურაზე ცვლილებები არაა, კერძოდ ნახეთქი, ან დეგენერაცილი კერა, შესაძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობა, ამიტომ უმჯობესია ბადურის სპეციალისტმა შეაფასოს მდგომარება 7-8 თვეში. ამგვარად გეცოდინებათ მშობიარობის რომელი ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები - ფიზიოლოგიური თუ საკეისრო კვეთა.
ხშირად დასმული კითხვები
akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge