ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მერაბ დვალი - ინოვაციები ოფთალმოლოგიაში

მერაბ დვალი - ინოვაციები ოფთალმოლოგიაში

პროფესორი მერაბ დვალი - ოფთალმოლოგი ნახევარსაუკუნოვანი კლინიკური, სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილებით. მის სახელს უკავშირდება საქართველოში თვალის მიკროქირურგიის ფართო დანერგვა, რისთვისაც მას 2002 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში. 1992-1993 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმატებული ოფთალმოლოგიური მოღვაწეობისთვის პროფ. მერაბ დვალი დაჯილდოებულია „ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო ორდენით“. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში მკურნალობის მრავალი ინოვაციური მეთოდის დანერგვა და ოფთალმოლოგთა არაერთი თაობის აღზრდა.

  • ქართველ ოფთალმოლოგთა შორის პროფ. მერაბ დვალმა პირველმა გამოიყენა კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციის მეთოდი ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით (1975წ.)
  • პროფ. მერაბ დვალმა დააარსა ამიერკავკასიაში პირველი ექსიმერული ლაზერის ცენტრი (1999 წ.)
  • პროფ. მერაბ დვალმა მსოფლიოში პირველმა ჩაატარა მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია (LASIK) ბავშვთა ასაკში (2000 წ.)
  • პროფ. მერაბ დვალის მიერ 2004 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა ფაკიური თვალშიდა ლინზის (ICL) იმპლანტაცია რეფრაქციული ანომალიების კორექციის მიზნით.
  • პროფ. მერაბ დვალის სახელთან არის დაკავშირებული კერატოკონუსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოში: რქოვანას ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია (2003 წ.) და რქოვანას ქროს-ლინქინგი (2007 წ.)

 

✅ მერაბ დვალის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ჩატარებული 15 000-ზე მეტი მხედველობის ლაზერული კორექცია. 

✅ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ლაზერული კორექიის  მხედველობის ლაზერული კორექციის ჩატარება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი, პროფესორი მერაბ დვალი და მისი კლინიკა ახალი მზერა კონკურენტებისაგან, გარდა მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და საოპერაციო დანადგარებისა, გამოირჩევა იმ გამოცდილებითა და გუნდით, რომელმაც იცის წინასაოპერაციო თუ პოსტოპერაციულ ეტაპზე მდგომარეობის მართვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლო გართულებების გამოსარიცხად და მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

✅ ყველა ლაზერული კორექციით დაინტერესებული პაციენტი წინასაოპერაციო და პოსტოპერაციულ კვლევებს იტარებს დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან, მედიცინის დოქტორ ნანა ცინცაძესთან და მედიცინის დოქტორ ბელა სირბილაძესთან, ხოლო ოპერაციას თავად პროფესორი მერაბ დვალი ატარებს, საქართველოში ამ ტექნოლოგიის შემომტანი 25 წლიანი გამოცდილებით.

✅ ყველა ლაზერული კორექციით დაინტერესებულ პაციენტს ჰყავს თავისი პირადი მენეჯერი, რომელიც ეხმარება პაციენტს მისთვის სასურველ დროს კვლევებზე ჩაწერასა და პროცესის დაგეგმვაში, რაც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პაციენტს და სთავაზობს მას პრემიარულ მომსახურებას.

 

მერაბ დვალი - ინოვაციები ოფთალმოლოგიაში
akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge