პრესბიოპია

პრესბიოპია (ძველ ბერძნულად „presbys“ - მოხუცი და „ōps“ - თვალი) ეწოდება ახლო მანძილზე ფოკუსირების უნარის ასაკობრივ დაქვეითებას. იგი განპირობებულია თვალში არსებული ბუნებრივი ლინზის, ბროლის ელასტიურობის დაკარგვითა და ცილიარული კუნთის დასუსტებით. პრესბიოპია არ არის დაავადება - ეს ასაკთან ასოცირებული ფიზიოლოგიური პროცესია, როგორც კანის ელასტიურობის დაკარგვა და ნაოჭების გაჩენა.
ბროლს აქვს ორი ფუნქცია: იყოს გამჭვირვალე, რომ გაატაროს და გარდატეხოს სინათლის სხივები ბადურა გარსზე მკაფიო გამოსახულების მისაღებად და იყოს ელასტიური, რათა უზრუნველყოს სხვადასხვა მანძილზე არსებული საგნების მკაფიო დანახვა.
ბროლის ფორმის შეცვლას უზრუნველყოფს თვალში არსებული ცილიარული კუნთი, რომლის შეკუმშვა საშუალებას გვაძლევს მკაფიოდ დავინახოთ ახლო მანძლზე მდებარე საგნები.
ასაკის მატებასთან ერთად ბროლი თანდათან კარგავს ელასტიურობას და 40-45 წლის მიღწევისას ახლო მანძლზე მხედველობა უარესდება. ასევე შეიძლება გამოხატული იყოს კითხვის დროს თვალისა და თავის არეში ტკივილი, დისკომფორტი და მარტივად დაღლა. ახლო მანძილზე მკაფიო მხედველობისთვის ამ დროს საჭირო ხდება სათვალის გამოყენება. აღნიშნული ჩივილები მატულობს ასაკის მატებასთან ერთად, რაც შესაბამისად იწვევს სათვალის ნომრის გაზრდას. თუ პიროვნება ახალგაზრდობაში მოიხმარდა სათვალეს სხვადასხვა რეფრაქციული ანომალიის გამო (მიოპია, ჰიპეროპია, ასტიგმატიზმი) იგი საჭიროებისამებრ იძულებული ხდება გამოიყენოს 2 ან 3 სათვალე შორი, საშუალო და ახლო მანძლისთვის.
სათვალის გარდა, პრესბიოპიის კორექცია შესაძლებელია:
- კონტაქტური ლინზებით;
- მხედველობის ექსიმერლაზერული კორექციით LASIK - ე.წ. Monovision-ის მეთოდით;
- ბროლისმიერი მიდგომით.
LASIK Monovision-ის დროს წამყვანი თვალის კორექცია ხდება შორი მანძლისთვის, ხოლო მეორე თვალის ახლო მანძლისთვის. შესაბამისად, ორივე თვალით ყურებისას ადამიანი არ საჭიროებს სათვალეს არც ერთ მანძილზე.
პროფესორმა მერაბ დვალმა პრესბიოპიის კორექციისათვის სწორედ LASIK Monovision-ის მეთოდი შეარჩია და პროცედურა ჩაიტარა 2010 წელს
"ახალი მზერას" ექიმები ჩატარებული LASIK Monovision-ით დაემშვიდობნენ საკითხავ სათვალეს
მედიცინის დოქტორი ნინო თავბერიძე (2009), პროფ. მერაბ დვალი (2010) და მედიცინის დოქტორი ნინო კვარაცხელია (2015)
ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება პრესბიოპიის კორექციის ბროლისმიერი მიდგომა, რომლის დროსაც ხდება ბუნებრივი ბროლის შეცვლა მულტიფოკალური ხელოვნური ბროლით, რაც იძლევა უსათვალოდ მკაფიო მხედველობას შორ, საშუალო და ახლო მანძილზე.