_1733755734.webp)
ოფთალმოლოგი
ნინო თავბერიძე
ნინო თავბერიძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ოფთალმოლოგი
1974 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1974-1976 წწ გაიარა თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატურა. 1976-1978 წწ. იყო თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებლის თვალის სნეულებათა კურსის პედაგოგი.
1978-1981წწ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასპირანტი.
1983-1998 წწ. მუშაობდა თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრაზე ასისტენტად
1998-2006 წწ. - გადადის დოცენტის თანამდებობაზე.
2007 წლიდან დღემდე მუშაობს ექიმ-ოფთალმოლოგად თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“.
1983 წ. მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1984 წ. გავლილი აქვს პედაგოგთა დახელოვნების ციკლი ქ. მოსკოვის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტში, 1994წ. გაიარა „ლაზერული ქირურგიის კურსი“ ქ. თბილისში, 2004წ. ქ. მოსკოვში რეტინოპათიის ლაზერული მკურნალობის კლინიკური ტრეინინგი. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი/ავტორი.