თანამედროვე კლინიკა მყარ საფუძველზე – როგორ გარდავქმენით „ახალი მზერა“ პაციენტზე ორიენტირებულ კლინიკად?

🏥 თანამედროვე კლინიკა მყარ საფუძველზე – როგორ გარდავქმენით „ახალი მზერა“ პაციენტზე ორიენტირებულ კლინიკად?
სამედიცინო სფეროში წარმატება მხოლოდ ტექნოლოგიებით არ იზომება — ის იზომება ადამიანური მიდგომით, მართვის სტრუქტურით და გამჭვირვალე ფასეულობებით, რომლებსაც კლინიკის ფასებულობები ემყარება.
2025 წელს კლინიკა „ახალი მზერა“ ახალ ეტაპზე გადავიდა: გავხდით ახალი თაობის ოფთალმოლოგიური ცენტრი, რომელიც ინარჩუნებს 25-წლიან პროფესიულ მემკვიდრეობას და ამავდროულად პასუხობს თანამედროვე პაციენტის მოლოდინსა და მოთხოვნებს.
🌟 რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი?
დღევანდელი პაციენტისათვის მნიშვნელოვანია:
-
ტექნოლოგიურად გამართული მომსახურებას
-
სწრაფი და გამჭვირვალე კომუნიკაციას
-
დროული კონსულტაცია ექიმთან ვიზიტის დროს
-
დაცული, სანდო გარემოს
-
პროფესიონალებთან უშუალო და მარტივი ურთიერთობას
ჩვენ მივიღეთ გამოწვევა და განვახორციელეთ შესაბამისი ცვლილებები, რომ კლინიკა „ახალი მზერა“ გამორჩეული ყოფილიყო არა მხოლოდ მიღწეული სამედიცინო შედეგებით, არამედ
🔄 რა შევცვალეთ მართვაში?
1. 📊 ახალი მენეჯმენტის სტრუქტურა
გავაძლიერეთ ადმინისტრაციული მართვა:
-
გავიგეთ ის ხარვეზები, რომელიც გვქონდა მენეჯმენტში
-
დავიწყეთ არსებული პრობლემების აღმოფხვრა
-
დავნერგეთ მუშაობის ეფექტურობის სხვადასხვა მაჩვენებლები თითოეული დეპარტამენტისთვის
-
ჩამოვაყალიბეთ ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს კლინიკის გამართულად მუშაობას
-
მოვიპოვეთ მენეჯმენტის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2015
2. 🤝 პაციენტზე ორიენტირებული კულტურა
-
შევქმენით სპეციალიზებული ჯგუფები - კატარაქტის, ლაზერული კორექციის, გლაუკომის - რათა კონკრეტულ საჭიროებებზე სპეციალიზებული მიდგომა შევთავაზოთ პაციენტებს
-
კლინიკაში მოქმედებს პაციენტის უსაფრთხოების ორდონიანი სტანდარტი - კერძოდ თითოეული საოპერაციო პაციენტის მდგომარეობას ამოწმებს სულ მცირე ორი დამოუკიდებელი ოფთალმოლოგი
-
გავამარტივეთ ვიზიტზე ჩაწერის არხები: ფეისბუქ მესენჯერი და ცხელი ხაზი
-
ვუკავშირდებით ყველა პაციენტს კონსულტაციამდე და კონსულტაციის შემდეგ
-
თითოეული თანამშრომელი გადის სერვისის ტრენინგს ყოველ 6 თვეში ერთხელ
3. 🖥 დიგიტალიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები
-
კლინიკაში სრულად განახლდა სადიაგნოსტიკო და საოპერაციო დანადგარები
-
ვიყენებთ მხოლოდ ისეთი კომპანიების დანადგარებს, როგორებიცაა: Bausch + Lomb, ZEISS, Alcon, Nidek, Heidelberg Engineering, Topcon, Haag Streit და სხვა.
4. 👩⚕️ პროფესიული განვითარება და ახალი თაობის გუნდი
-
დავამატეთ ახალი თაობის ოფთალმოლოგები, რათა შეგვემცირებინა ექიმთან მოცდის პერიოდი
-
როგორც ახალი თაობის, ისე კლინიკის წამყვანი სპეციალისტები ყოველწლიურ ტრენინგებს ატარებენ რომლებიც სწავლობენ და ვარჯიშობენ გერმანიასა და ესპანეთში
-
კლინიკა მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში (მაგ. European Society Of Cataract & Refractive Surgeons, EURETINA, Bausch + Lomb High Tech Days 2025)
📌 რას ნიშნავს ეს პაციენტისთვის?
აქამდე არსებული მდგომარეობა | ცვლილებების შედეგი - თანამედროვე მიდგომა |
---|---|
ცხელი ხაზის მოლოდინის დიდი დრო | 50 წამამდე მოცდის პერიოდი ცხელ ხაზზე დარეკვის დროს |
ქაღალდის არქივი | ელექტრონული ჩანაწერები |
სტანდარტული სერვისი | პერსონალიზებული გამოცდილება, ცალკეულ დაავადებებზე სპეციალიზებული ექიმთა გუნდის მონაწილეობა მდგომარეობის მართვაში |
სტანდარტული მკურნალობის მეთოდი |
პაციენტის უსაფრთხოების ორდონიანი სტანდარტი - თითოეული საოპერაციო პაციენტის მდგომარეობას ამოწმებს სულ მცირე ორი დამოუკიდებელი ოფთალმოლოგი |
შედეგები | ვიზუალური ანალიზი, შედეგების სტატისტიკა, გაუმჯობესებაზე ზრუნვა |
👉 და ბოლოს...
კლინიკა „ახალი მზერა“ ამაყობს იმ მყარ საფუძვლით, რითაც ის ყოველთვის გამოირჩეოდა – 25-წლიანი გამოცდილება, ათასობით წარმატებული ოპერაცია და ათასობით აღდგენილი მზერა. ჩვენთვის ეს არ არის უბრალოდ შედეგი – ეს არის პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ამ მიღწევებისა, ჩვენ არ ვჩერდებით: ვაგრძელებთ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას, რათა ხვალინდელი დღე კიდევ უფრო ნათელი და მკაფიო გახდეს ჩვენი პაციენტებისთვის.