რა უნდა იცოდეთ სანამ მხედველობის ლაზერულ კორექციას გაიკეთებთ?

🔍 რა უნდა იცოდეთ სანამ მხედველობის ლაზერულ კორექციას გაიკეთებთ?
(სრული გზამკვლევი მხედველობის ლაზერული კორექციის შესახებ)
მხედველობის ლაზერული კორექცია - (ლასიკი/LASIK – Laser-Assisted In Situ Keratomileusis) წარმოადგენს მხედველობის ლაზერულ კორექციას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და სწრაფი პროცედურაა თანამედროვე ოფთალმოლოგიაში. მისი დახმარებით პაციენტებისათვის შესაძლებელია სამუდამოდ დაემშვიდობონ სათვალეს და კონტაქტურ ლინზებს.
მაგრამ სანამ მხედველობის ლაზერული კორექციის გაკეთებას გადაწყვეტდეთ, მნიშვნელოვანია კარგად იცოდეთ:
-
როგორ მუშაობს ლაზერული კორექცია?
-
რომელ შემთხვევაშია რეკომენდებული?
-
რამდენად უსაფრთხოა?
-
სად ჯობია ოპერაციის გაკეთება?
👁️ ლასიკი – მხედველობის ლაზერული კორექციის არსი
ლასიკი თვალის ლაზერული ოპერაცია და გულისხმობს სპეციალური ექსიმერული ლაზერის გამოყენებას, რომელიც ცვლის რქოვანას ფორმას და აუმჯობესებს ფოკუსს თვალის ბადურა გარსზე. ამის შედეგად ქრება ისეთი რეფრაქციული დარღვევები, როგორიცაა:
-
ახლომხედველობა (მიოპია)
-
შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია)
-
ასტიგმატიზმი
👉 ლასიკი არ ტარდება თვალის შიგნით – პროცედურა რქოვანას ზედაპირზე ხდება და ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, წვეთების სახით.
✅ ვინ არის კარგი კანდიდატი ლასიკისთვის?
ლასიკის ოპერაცია იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს გათავისუფლდეს სათვალის ან ლინზებისგან, მაგრამ არის ცალკეული გარემობები, რომელთა დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანია პროცედურის ჩატარებამდე:
მოთხოვნა | სტანდარტული რეკომენდაციები |
---|---|
🔹 ასაკი | უნდა იყოთ 18+ წლის, ბავშვთა ასაკში ოპერაციის ჩატარებას უნდა ჰქონდეს სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება |
🔹 სტაბილური მხედველობა | ბოლო 12 თვის განმავლობაში მეტნაკლებად სტაბილური მხედველობა |
🔹 არ გქონდეთ თვალის სხვა დაავადებები | მაგალითად: გლაუკომა, კერატოკონუსი |
🔹 ორსულობა | უნდა მოერიდოთ ამ პერიოდში ოპერაციას |
⚠️ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური კონსულტაცია ოფთალმოლოგთან. სწორედ კლინიკა “ახალი მზერა” გთავაზობთ სრული სიზუსტით დიაგნოსტირებას, ახლა უკვე უახლესი რქოვანის ANTERION ტექნოლოგიით და ეფექტურ და უსაფრთხო ლაზერულ კორექციას.
🏥 რატომ უნდა აირჩიოთ კლინიკა „ახალი მზერა“?
ახალი მზერა პირველი კლინიკაა საქართველოში, რომელმაც დანერგა მხედველობის ლაზერული კორექცია. დღესაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოში მოწინავე ლაზერულ სისტემას – Bausch + Lomb-ის ტექნოლოგიას, რომელიც გამოირჩევა:
-
⚡ 500 ჰერციანი აბლაციის სიჩქარით – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ლაზერი
-
🎯 1.2 წამი თითო დიოპტრიაზე – უმოკლესი პროცედურის დრო
-
👁 1,740 ჰერციანი თვალის მოძრაობის ტრეკერი – მაქსიმალური სიზუსტე და მოძრაობასთან ადაპტაცია
-
🛡 FDA სერტიფიცირებული აპარატურა – კლინიკური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები
-
🧑⚕️ 20,000+ ლაზერული კორექცია 25 წლის განმავლობაში; 6,000+ წარმატებული ოპერაცია მხოლოდ აღნიშნული ულტრათანამედროვე დანადგარით
📍 ჩვენთან ოპერაციებს ატარებს პროფესორი მერაბ დვალი – ოფთალმოლოგიური ლაზერული ქირურგიის პიონერი და შემომტანი საქართველოში, 50 წლიანი გამოცდილებით.
⏱ როგორ ტარდება ლაზერული კორექცია - ლასიკი?
-
პირველადი კონსულტაცია და გამოკვლევები
სტანდარტული ოფთალმოლოგიური გამოკვლევები და რქოვანას სისქის დადგენა -
პროცედურის დღეს
-
მხოლოდ საანესთეზიო წვეთებით თვალის მომზადება კორექციისთვის
-
რქოვანას ლაზერით კორექცია - ლაზერის ზემოქმედება რამდენიმე წამის განმავლობაში
-
-
დასრულების შემდეგ
პაციენტი კლინიკიდან ბრუნდება კორექციიდან ზუსტად 1 საათში
❓ ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
🟦 მხედველობის ლაზერული კორექცია - ლასიკი მტკივნეულია?
→ არა. პროცედურა სრულად უმტკივნეულოა და ტარდება მხოლოდ თვალში გამაყუჩებელი წვეთების ჩაწვეთებით.
🟦 როდის დავუბრუნდები ყოველდღიურ ცხოვრებას?
→ უმეტეს შემთხვევაში მეორე დღესვე. მანქანის მართვა და ეკრანებთან მუშაობა – 24–48 საათის შემდეგ.
🟦 ლასიკის შედეგი მუდმივია?
→ დიახ. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად (60 წლის შემდეგ) შესაძლოა განვითარდეს ბუნებრივი ცვლილებები, რაც ისედაც განუვითარდებოდა ადამიანს ოპერაციის მიუხედავად.
📍 როგორ დავგეგმო კონსულტაცია?
გსურთ გაიგოთ ხართ თუ არა ლაზერული კორექციის - ლასიკის კანდიდატი?
📲 დაგვირეკეთ: 032 2 21 46 00
📍 ვაკე, ლევან მიქელაძის ქ. N19 (ყოფ. თენგიზ აბულაძის ქუჩა N32)