ასტიგმატიზმი – როგორ ამოვიცნოთ და როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
ასტიგმატიზმი – როგორ ამოვიცნოთ და როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
ასტიგმატიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რეფრაქციული ანომალია, რომლის დროსაც სინათლის სხივები ვერ ფოკუსირდება ერთ წერტილზე ბადურა გარსზე და შედეგად მიღებული გამოსახულება ბუნდოვანია. ასტიგმატიზმის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის რქოვანას ან ბროლის არათანაბარი სიმრუდე.
სიმპტომები:
- დაბინდული ან დამახინჯებული მხედველობა
- თვალის დაღლილობა
- თავის ტკივილი
- გაძნელებული ფოკუსირება ახლოს ან შორ მანძილებზე
დიაგნოსტიკა:
კლინიკა „ახალი მზერა“ სთავაზობს სრულყოფილ ოფთალმოლოგიურ კვლევას, რაც მოიცავს კერატომეტრიას, რქოვანას ტოპოგრაფიულ კვლევას, რეფრაქციის განსაზღვრას.
მკურნალობის მეთოდები:
- სათვალე ან ტორიული კონტაქტური ლინზები
- ლაზერული კორექცია (LASIK – ექსიმერლაზერი)
- ფაკიური ლინზის იმპლანტაცია (ICL) რთულ შემთხვევებში
კლინიკაში გამოიყენება Technolas Teneo 317 – უახლესი Bausch & Lomb-ის ექსიმერული ლაზერი, რომელსაც აქვს თვალის მოძრაობის მაღალი სიზუსტის ტრექინგ სისტემა და შესაძლებლობა, სულ რამდენიმე წამში გამოასწოროს ასტიგმატიზმი სრულიად უმტკივნეულოდ.
ოპერაციებს ატარებს პროფესორი მერაბ დვალი – ამიერკავკასიაში პირველი ექსიმერლაზერული ქირურგიის შემომტანი.
თუ გაწუხებს ბუნდოვანი ხედვა ან ხშირად გეღლება თვალები – დროა შეამოწმო მხედველობა!