ვინ არის მხედველობის ლაზერული კორექციისთვის სათანადო კანდიდატი?

✅ ვინ არის მხედველობის ლაზერული კორექციისთვის შესაფერისი კანდიდატი?

მხედველობის ლაზერული კორექცია წარმოადგენს თანამედროვე და ეფექტურ მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავს სათვალისა და კონტაქტური ლინზების გამოყენების შემცირებას ან სრულად აღმოფხვრას. თუმცა, პროცედურა ყველასთვის შესაფერისი არ არის.

📌 როგორ ვნახოთ, ვართ თუ არა შესაფერისი კანდიდატები?

საკვანძო კრიტერიუმები შემდეგია:

  • ასაკი – დაახლოებით 18 წლიდან

  • სტაბილური მხედველობა ბოლო 12 თვის განმავლობაში

  • ჯანმრთელი რქოვანას სტრუქტურა

  • არაპროგრესირებადი თვალის დაავადება

❗ვისთვის არ არის რეკომენდებული ლაზერული კორექცია?

  • კერატოკონუსის პროგრესირების შემთხვევაში

  • ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების მქონე პაციენტების შემთვევაში

  • ძალიან მაღალი დიოპტრიების დროს, როდესაც რეკომენდებულია სხვა ალტერნატიული მეთოდი

🌟 რატომ "ახალი მზერა"?

კლინიკა „ახალი მზერა“ გთავაზობთ დეტალიზებულ, ინდივიდუალურ კვლევებს, რომლითაც დგინდება რამდენად კარგი კანდიდატია პაციენტი ოპერაციისთვის . აღნიშნულ კონსულტაციას ატარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები.

📞 დაგვიკავშირდით და გაიარეთ შესაბამისი კვლევები — იქნებ სწორედ თქვენ ხართ ის, ვისაც მხედველობის გაუმჯობესება მარტივად შეუძლია.

akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge
akhalimzera phone 032 221 46 00