ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
გლაუკომა

გლაუკომა

გლაუკომა

გლაუკომა

გლაუკომა არის მსოფლიოში სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. მსოფლიოში 2020 წლის მონაცემებით გლაუკომით დაავადებულ პაციენტთა რიცხვი შეადგენდა 76 მილიონს. გლაუკომა არის ქრონიკული, პროგრესირებადი, პოტენციურად დამაბრმავებელი, შეუქცევადი თვალის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის სარტყლის და ბადურის ნერვული ბოჭკოების შრის განლევას, შესაბამისი მხედველობის ველის დეფექტებით. გლაუკომის მთავარი გამომწვევი მიზეზი დღესდღეისობით არ არის დადგენილი, თუმცა გამოყოფენ მრავალ რისკ-ფაქტორს, როგორებიც არის მაღალი თვალშიდა წნევა, გლაუკომის ოჯახური ისტორია, ასაკი 40 წელს ზემოთ, ახლომხედველობა (მიოპია) და ა.შ.

როგორ გამოვავლინოთ გლაუკომა ადრეულ სტადიაზე?

სამწუხაროდ, გლაუკომის სიმპტომები ადრეული ეტაპიდან თითქმის შორს წასულ სტადიამდე  შეუმჩნეველია, რადგან პაციენტის ცენტრალური მხედველობა ხშირ შემთხვევაში არის 100%. გლაუკომის შორს წასულ სტადიამდე, როდესაც მხედველობის ნერვი 70% -ზე მეტია დაზიანებული, პაციენტი ჯერ კიდევ კითხულობს, თუმცა პერიფერიული (გვერდითი) მხედველობა დაზიანებულია. პერიფერიული მხედვლობის დაზიანების ხარისხები ასახულია ქვემოთ მოცემულ სურათებში:

     

 

გამოყოფენ გლაუკომის რამდენიმე ფორმას გამომწვევი მიზეზის და ანატომიური თავისებურებების მიხედვით. მაგალითად, ღია კუთხოვანი გლაუკომა, დახურულ კუთხოვანი გლაუკომა, გლაუკომა გამოწვეული სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად, ნეოვასკულარული, ტრამვის შემდგომი გლაუკომა, გლაუკომა ნორმალური ან დაბალი თვალშიდა წნევით და ა.შ.  ზოგ შემთვევებში მაღალი თვალშიდა წნევა შეიძლება იყოს თვალში არსებული ბროლის შემღვრევის შედეგი - კატარაქტის გამო. ფაკოემულსიფიკაცია (კატარაქტის ოპერაცია) საშუალოდ 4 მმ.ვწყ.სვ.-ით ამცირებს თვალშიდა წნევას.

 

რა ითვლება ნორმალურ თვალშიდა წნევად?

საშუალოდ თვალშიდა წნევად მოზრდილთა პოპულაციაში  ითვლება 15-16 მმ.ვწყ.სვ. (10-21მმ.ვწყ.სვ.). თვალშიდა წნევა იქმნება ცილიარული სხეული მიერ გამოყოფილი სითხის ფილტრაციის შედეგად. მაღალი თვალშიდა წნევა ძირითადად თვალშიდა ნამის გადინების დარღვევით არის გამოწვეული.

რა გამოკვლევების ჩატარება დამჭირდება გლაუკომის დასადგენად?

პირველ რიგში გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მშობლებს ან/და ბებია-ბაბუას ჰქონდათ (აქვთ) გლაუკომა, აუცილებლად 40 წლის ასაკისათვის აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს კონსულტაციის მიზნით.

რა მეთოდით გამოვიკვლიოთ თვალშიდა წნევა?

არსებობს სხვადასხვა მოწყობილობა თვალშიდა წნევის გასაზომად, მაგალითად, პნევმოტონომეტრი, აიქეარი, პერკინსის ტონომეტრი, გოლდმანის ტონომეტრი. დღესდღეისობით ოქროს სტანდარტად მიჩნეულია გოლდმანის აპლანაციური ტონომეტრი, რომლითაც უზრუნველყოფილია ჩვენი კლინიკა სხვა მეთოდებთან ერთად.

რა დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი გლაუკომის დასადგენად?

კომპიუტერული პერიმეტრიის გამოკვლევა მხედველობის ველის გამოსაკვლევად უმნიშვნელოვანესია გლაუკომის დიაგნოსტირებისა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მართვისათვის. გლაუკომის  პროგრესირების და სამიზნე წნევის დასადგენად კომპიუტერულ პერიმეტრიასთან ერთად კომპლექსურად გამოიყენება ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT).

როგორ ვმართოთ გლაუკომა?

სამწუხაროდ, დღესდღეისობით არ არსებობს გლაუკომის მკურნალობის მედიკამენტოზური ან ქირურგიული მეთოდი. გლაუკომის  მართვა გულისხმობს არსებული მდგომარეობის პროგრესირების შეჩერება  პირველი რიგის სამკურნალო საშუალებებით: თვალშიდა წნევის დამწევი წვეთებით ან/და სელექციური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკით დასაწყის ეტაპზე. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთხსენებული მართვის საშულებები არ არის საკმარისი თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად, მიმართავენ ქირურგიულ მეთოდებს საჭიროებისამებრ.

ჩვენი მიზანია გლაუკომის პროგრესირების შეჩერევა, რადგან გლაუკომის გამო დაზიანებული მხედველობის ნერვის აღდგენა შეუძლებელია,

 

 

Glaucoma

 

Glaucoma is one of the most common causes of blindness worldwide. According to data from 2020, the number of patients with glaucoma globally was 76 million. Glaucoma is a chronic, progressive, potentially blinding, irreversible eye disease that causes degeneration of the optic nerve head and the retinal nerve fiber layer, resulting in corresponding visual field defects. The main cause of glaucoma is still not determined, but several risk factors have been identified, including high intraocular pressure, a family history of glaucoma, age over 40, myopia (nearsightedness), etc.

How to detect glaucoma at an early stage? Unfortunately, the symptoms of glaucoma are almost undetectable from the early stages to the advanced stages, as the central vision of the patient is often 100%. Even when more than 70% of the optic nerve is damaged in the advanced stage of glaucoma, the patient can still read, but the peripheral (side) vision is impaired. The degrees of peripheral vision damage are illustrated in the images below:

 

What is Glaucoma? - Weston Contact Lens Institute

There are several forms of glaucoma based on the cause and anatomical features. For example, open-angle glaucoma, closed-angle glaucoma, glaucoma due to long-term use of steroids, neovascular, post-traumatic glaucoma, glaucoma with normal or low intraocular pressure, etc. In some cases, high intraocular pressure can be a result of a cataract in the eye. Phacoemulsification (cataract surgery) can reduce intraocular pressure by an average of 4 mmHg.

What is considered normal intraocular pressure?

In adults, normal intraocular pressure is considered to be between 15-16 mmHg (10-21 mmHg). Intraocular pressure is generated by the filtration of the fluid secreted by the ciliary body. High intraocular pressure is mainly caused by impaired outflow of intraocular fluid.

What tests are needed to diagnose glaucoma?

Firstly, consider the following: if your parents or grandparents had (or have) glaucoma, you should definitely consult an ophthalmologist by the age of 40.

What method is used to measure intraocular pressure?

There are various devices to measure intraocular pressure, such as pneumotonometer, iCare, Perkins tonometer, Goldmann tonometer. Today, the Goldmann applanation tonometer is considered the gold standard, and our clinic is equipped with it along with other methods.

What additional tests are needed to diagnose glaucoma?

Computer perimetry for visual field examination is crucial for diagnosing and, more importantly, managing glaucoma. To determine the progression of glaucoma and target pressure, optical coherence tomography (OCT) is used in conjunction with computer perimetry.

How to manage glaucoma?

Unfortunately, there is no medical or surgical treatment to cure glaucoma today. Managing glaucoma involves halting the progression of the existing condition with first-line treatment methods: intraocular pressure-lowering drops and/or selective laser trabeculoplasty at an early stage. If these management methods are insufficient to lower intraocular pressure, surgical methods are used as necessary.

Our goal is to halt the progression of glaucoma because it is impossible to restore the damaged optic nerve caused by glaucoma.

 

 

 

კომპიუტერული პერიმეტრია:

კლინიკა ახალი მზერაში ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ თქვენი თვალის ჯანმრთელობას, თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებებით, მათ შორის კომპიუტერული პერიმეტრიით. ეს მნიშვნელოვანი გამოკვლევის მეთოდი გვეხმარება შევაფასოთ თქვენი პერიფერიული მხედველობა, რაც აუცილებელია სხვადასხვა თვალის დაავადებების დროული აღმოჩენისთვის და მართვისთვის.

რა არის კომპიუტერული პერიმეტრია?

 კომპიუტერული პერიმეტრია არის უმტკივნეულო, არაინვაზიური ტესტი, რომელიც აგებს თქვენი მხედველობის ველის რუკას. მხედველობის ნებისმიერი დაკარგვის ან დეფექტის გამოვლენის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია დროულად გამოვავლინოთ ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა გლაუკომა, ბადურის დაავადებები და ნევროლოგიური დარღვევები.

როგორ მუშაობს აღნიშნული გამოკვლევა?

 ტესტის დროს, თქვენ მოგეთხოვებათ პირდაპირი წერტილისკენ ყურება, რომლის დროსაც სხვადასხვა წერტილი გამოჩნდება თქვენს პერიფერიულ მხედველობაში. თქვენ დააჭერთ ღილაკს ყოველ ჯერზე, როცა პერიფერიულ წერტილებს დაინახავთ, რაც კომპიუტერს საშუალებას მისცემს შექმნას თქვენი მხედველობის ველის დეტალური რუკა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მხედველობის ველის ცვლილებების გამოვლენა შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაავადებების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა/მართვა, რაც შესაძლოა შეინარჩუნოს თქვენი მხედველობა. რეგულარული პერიმეტრიის ტესტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლაუკომის ან სხვა თვალის მდგომარეობის რისკის მქონე პაციენტებისთვის.

ჩვენი გამოცდილი გუნდი იყენებს თანამედროვე პერიმეტრიის ტექნოლოგიას ზუსტი და სანდო შედეგების მისაღწევად.

 

 

 

 

Visual Field Examination

At Akhali Mzera, we are committed to your eye health through the use of cutting-edge diagnostic tools like computer perimetry. This essential test allows us to thoroughly assess the extent and function of your peripheral vision, which is crucial for the early detection and management of various eye conditions.

Understanding Computer Perimetry

Computer perimetry is a painless and non-invasive test that creates a detailed map of your visual field. By pinpointing any areas of vision loss or abnormalities, we can identify conditions such as glaucoma, retinal diseases, and neurological disorders at an early stage.

How the Test Works

During the test, you will be asked to look at a fixed point straight ahead while lights flash in your peripheral vision. You will press a button each time you see a light, enabling the computer to compile a comprehensive map of your visual field.

The Importance of Regular Testing

Identifying changes in your visual field is vital for the early diagnosis and treatment of eye diseases, which can help preserve your vision. Routine perimetry tests are especially important for those at risk of glaucoma or other eye conditions.

At Akhali Mzera, our dedicated team utilizes the latest in perimetry technology to deliver accurate and reliable results.

 

akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge