ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

თვალის ლაზერული კორექცია

თვალის ლაზერული კორექცია

რა არის მხედველობის ლაზერული კორექცია?

თვალის ლაზერული ოპერაცია თანამედროვე ოფთალმოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია, რომელიც ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და სათვალეების ან კონტაქტური ლინზების საჭიროების შემცირებას.

კლინიკა " ახალი მზერა" გთავაზობთ რეფრაქციული ანომალიების კორექციას (ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) LASIK მეთოდით, რომელიც მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც არ სურთ პროფესიული, კოსმეტიკური ან სხვა რაიმე მიზეზის გამო სათვალის ან კონტაქტური ლინზის ტარება.

 

რა საოპერაციო დანადგარები გამოიყენება კლინიკა ახალ მზერაში?

ახალ მზერაში მხედველობის ლაზერული კორექციის დროს ვიყენებთ პრემიუმ კლასის ამერიკული კომპანია Bausch & Lomb-ის უახლეს ლაზერს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და სიზუსტით, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში აღნიშნული ლაზერის გამოყენებით წარმატებით ჩატარდა 6000-ზე მეტი ოპერაცია.

 

რატომ უნდა აირჩიოთ მხედველობის ლაზერული კორექცია?

✅ სწრაფი პროცედურა – ოპერაცია საშუალოდ 10-15 წუთს გრძელდება.
✅ უმტკივნეულო პროცესი – თანამედროვე ტექნოლოგიები კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
✅ მოკლე აღდგენის პერიოდი – პაციენტების უმრავლესობა მეორე დღესვე ბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
✅ მუდმივი შედეგი – მხედველობის გაუმჯობესება ხანგრძლივი და სტაბილურია.

 

პროცედურის ეტაპები

1️⃣ კონსულტაცია და დეტალური გამოკვლევა – ოფთალმოლოგი აფასებს პაციენტის მდგომარეობას.
2️⃣ ლაზერული ოპერაცია – უახლესი ტექნოლოგიით თვალის ფორმის კორექცია.
3️⃣ მხარდაჭერა ოპერაციის შემდეგ – ექიმის რეკომენდაციები და შემდგომი მონიტორინგი.

 

რა გამოგვარჩევს კონკურენტებისგან?

✅ დღეს მხედველობის ლაზერული კორექციის ჩატარება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი, თუმცა კლინიკა ახალი მზერა კონკურენტებისაგან, გარდა მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და საოპერაციო დანადგარებისა გამოირჩევა იმ გამოცდილებითა და გუნდით, რომელმაც იცის წინასაოპერაციო თუ პოსტოპერაციულ ეტაპზე მდგომარეობის მართვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლო გართულებების გამოსარიცხად და მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

✅ ყველა ლაზერული კორექციით დაინტერესებული პაციენტი წინასაოპერაციო და პოსტოპერაციულ კვლევებს იტარებს დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან, მედიცინის დოქტორ ნანა ცინცაძესთან და მედიცინის დოქტორ ბელა სირბილაძესთან, ხოლო ოპერაციას თავად პროფესორი მერაბ დვალი ატარებს, საქართველოში ამ ტექნოლოგიის შემომტანი 25 წლიანი გამოცდილებით.

✅ ყველა ლაზერული კორექციით დაინტერესებულ პაციენტს ჰყავს პირადი მენეჯერი, რომელიც ეხმარება პაციენტს მისთვის სასურველ დროს კვლევებზე ჩაწერასა და პროცესის დაგეგმვაში, რაც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პაციენტს და სთავაზობს მას პრემიარულ მომსახურებას.

 

 

 

akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge