ფაკიური თვალშიდა ლინზის (ICL) იმპლანტაცია

ფაკიური თვალშიდა ლინზის (ICL) იმპლანტაცია

ფაკიური თვალშიდა ლინზის იმპლანტაცია რეფრაქციის ანომალიების კორექციის მეთოდს წარმოადგენს. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ კომპანია STAAR-ის ფაკიურ თვალშიდა ლინზებს - EVO ICL, რომლის იმპლანტაციის ჩვენებებს ძირითადად წარმოადგენს მაღალი ხარისხის რეფრაქციის ანომალიები:

  • ახლომხედველობა,
  • შორსმხედველობა,
  • ასტიგმატიზმი.

ეს ის შემთხვევებია, როდესაც მხედველობის კორექციის მიზნით ექსიმერული ლაზერის გამოყენება ნაკლებად ეფექტურია ან/და ზოგჯერ უკუნაჩვენებიც კი არის. თუ პაციენტს აქვს რაიმე უკუჩვენება და არსებობს მხედველობის ექსიმერლაზრული კორექციის შემდეგ გართულების განვითარების მინიმალური რისკიც კი, ჩვენ აუცილებლად ვთავაზობთ ფაკიური ლინზის იმპლანტაციას, რათა მკურნალობის მაქსიმალურად უსაფრთხო მეთოდი გამოვიყენოთ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.

პროფ. მერაბ დვალის მიერ შემუშავებული უნიკალური მეთოდით ფაკიური ლინზის იმპლანტაციას სულ 5-7 წუთი სჭირდება. პროცედურა ტარდება ადგილობრივი წვეთოვანი გაუტკივარების ფონზე და სრულიად უმტკივნეულოა. აღნიშნული ლინზის იმპლანტაციიდან სულ რამდენიმე საათში პაციენტი იღებს მაქსიმალურად შესაძლო მხედველობას, რის გამოც მას პაციენტებმა „ჯადოსნური ლინზა“ უწოდეს.

მსოფლიო მასშტაბით 3 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული ფაკიური თვალშიდა ლინზის იმპლანტაცია, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს:

  • პროცედურა არის სწრაფი და უმტკივნეულო;
  • პროცედურის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი არის ძალიან ხანმოკლე;
  • პროცედურის შემდეგ მაღალია როგორც მხედველობის სიმახვილე, ისე მხედველობის ხარისხი.

შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ფაკიური თვალშიდა ლინზის იმპლანტაცია უტარდებათ იმ პაციენტებს, ვისთვისაც მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია უკუნაჩვენებია და ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში აღმოჩენილი პაციენტისთვის აღნიშნული ლინზის იმპლანტაცია ნამდვილი ჯადოქრობის ტოლფასია.

akhalimzera.ge
A A A
akhalimzera.ge
akhalimzera phone 032 221 46 00