ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ლაზერ-ფოტოკოაგულატორი NIDEK GYC – 500 Vixi

NIDEK GYC-500 Vixi გამოიყენება ბადურის პათოლოგიების დროს ლაზერული ფოტოკოაგულაციისათვის. პროცედურის ზედმიწევნით ზუსტად ჩასატარებლად მოწყობილობაში ინტეგრირებულია მზა თარგები („პატერნები“), რომელთა გამოყენებითაც პროცედურის ხანგრძლივობა მინიმუმამდეა შემცირებული, მკურნალობის შედეგად კი მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა. ფოტოკოაგულაციის პროცესში ოფთალმოლოგი თავად ირჩევს თარგს თითოეული კლინიკური შემთხვევის შესაბამისად და თავად არეგულირებს ლაზერკოაგულატების ლოკაციასა და მათ შორის მანძილს. პროცედურის სისწრაფე მინიმუმამდე ამცირებს მკურნალობის სესიების რაოდენობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცედურა მაქსიმალურად დამზოგველია ბადურა გარსის ქსოვილებისათვის.
A
A
A