რატომ "ახალი მზერა"?

კლინიკა „ახალი მზერას“ უმთავრეს მისიას წარმოადგენს პაციენტებისათვის მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურების მიწოდება საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესაბამისად, საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით.
ექსპერტთა გუნდი: ჩვენი ექიმები გამოირჩევიან როგორც პროფესიული, ისე აკადემიური მიღწევებით. კერძოდ, კლინიკის წამყვანი სპეციალისტების სამეცნიერო ნაშრომები, ისევე როგორც ჩვენი ქირურგების მიერ ჩატარებული ოპერაციები, აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისა და საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციების მიერ.
მოწინავე ტექნოლოგიები: კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიური სადიაგნოსტიკო აპარატებით, მიკროსკოპებითა და ქირურგიული დანადგარებით. კერძოდ, კლინიკა იყენებს მსოფლიო დონის ისეთი კომპანიების დანადგარებს, როგორებიცაა: Bausch + Lomb, ZEISS, Alcon, Nidek, Heidelberg Engineering, Topcon, Haag Streit და სხვა.
თვალის ყოვლისმომცველი მოვლა: პაციენტებს ვთავაზობთ სრულ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას მხედველობის საბაზისო კვლევებიდან და სათვალის შერჩევიდან დაწყებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური და კომპლექსური ქირურგიული ჩარევებით დასრულებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე გამოვავლინოთ ესა თუ ის დაავადება, რათა დროული და სათანადო მკურნალობით წარმატებული შედეგები მივიღოთ.
პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობა: კლინიკის ექიმები მზად არიან უზრუნველყონ პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომა მხედველობის გაუმჯობესებისა და თვალის ცალკეული დაავადებების მკურნალობისათვის.
კლინიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, რაც ეფუძნება პაციენტების კმაყოფილების დონისა და მოთხოვნების სისტემატურ შესწავლას.
კლინიკის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, რასაც მოწმობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში ჩვენი ოფთალმოლოგების მუდმივი მონაწილეობა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.